შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელი დააკავა
24.06.2020
უკან დაბრუნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისის მერიის ააიპის თანამშრომელი დააკავა. დაკავებული ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში არსებული არსებული საბრძოლო დიდების მუზეუმის მეცნიერ-მუშაკია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელი. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, მოქალაქეს ქ. ქუთაისის მერიაში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ 800 ლარი მოსთხოვა, 400ლარი კი წინასწარ გამოართვა. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.