შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკვე რამდენიმე თვეა ქუთაისის საკრებულოს სხდომები ოპოზიციური პარტიების გარეშე იმართება
24.06.2020
უკან დაბრუნება
უკვე რამდენიმე თვეა ქუთაისის საკრებულოს სხდომები ოპოზიციური პარტიების გარეშე იმართება, საკრებულოს უმცირესობის წევრები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბესიკ ბრეგაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, ისინი ამ ეტაპზე საკრებულოს სხდომაზე დასწრების საჭიროებას კვლავ ვერ ხედავენ. მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე უარს ამბობს და მათ რეკომენდაციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე არ ითვალისწინებს. ბესო ბრეგაძემ ერთ-ერთ ასეთ საკითხად ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით მათი პარტიის მოსაზრებები დაასახელა, რომელიც, მისი ინფორმაციით, მმართელი გუნდის მხრიდან განხილვის გარეშე დარჩა.