შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის ააიპს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაანაცვლებს
24.06.2020
უკან დაბრუნება
არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის ააიპს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაანაცვლებს. როგორც მერიაში განმარტავენ, სიპს მეტი უფლებები აქვს, მათ შორის თვითდაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების დაზოგვას გამოიწვევს. ააიპში დასაქმებული ადამიანები გადაინაცვლებენ თუ არა სიპში და შემცირდება თუ არა მათი რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. ააიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაკომპლექტების შემდეგ გაუქმდება.