შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი აკაკი ტყეშელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს
09.06.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი აკაკი ტყეშელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თანახმად , მისი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა უნდა მოხდეს. ტყეშელაშვილი სკოლის დირექტორს გიორგი ბენიძეს სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამასთან ტყეშელაშვილი განათლების მინისტრს მიმართავს და სკოლის დირექტორს წყალტუბოს რესაურსცენტრის უფროსთან ერთად ნეპოტიზმში ამხელს. ტყეშელაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მყოფი პირის მიმართ მიზანმიმართული კრიმინალი ხორციელდება, რის გამოც პროკურატურას მიმართავენ. წყალტუბოს სკოლის დირექტრორი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ შესაბამისად იმოქმედებს.