შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
08.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ადმინისტრაცია მათ ფინალური გამოცდების ტელეფონით ჩაბარების უფლებას არ აძლებს, რის გამოც ბევრ სტუდენტს პრობლემა ექმნება. ახალგაზრდების განცხადებით, მათ არ აქვთ კომპიუტერი და შესაბამისად, ონლაინგამოცდას ვერ დაესწრებიან. მათი თქმით, ადმინისტრაცია შეზღუდვის მიზეზად ტელეფონით გადაწერის შესაძლებლობას ასახელებს. სტუდენტების შენიშვნას არ იზიარებენ ადმინისტრაციაში. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის თქმით, კომპიუტერით ჩაბარების დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი გადაწერის საფრთხე, რაც ტელეფონით ვერ გაკონტროლდება. მათთვის, ვინც ონლაინ ვერ მოახერდებს ჩაბარებას, ხუთი ივლისიდან უნივერსიტეტში გამოიყოფა სივრცე.