შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა
05.06.2020
უკან დაბრუნება
პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა - მაგისტრალის 19კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი გზის ერთ, 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ავტო ტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება. პროექტის ფარგლებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი და 12 ხიდი შენდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა, მონტაჟდება საგზაო ნიშნები და გარე განათება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 63%, რაც 116.5 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობის ფარგლებში ეკონომია კი 14 მილიონი ლარია. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და ის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.