შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს პრემიერ მინისტრი ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
05.06.2020
უკან დაბრუნება
დღეს პრემიერ მინისტრი ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ოქროს ჩარდახში გამართულ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ იმ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც პანდემიის პირობებში ქვეყნის წინაშე ტურიზმის ამოქმედების თვალსაზრისით დგას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაახლოებით ერთ წელი საჭირდება ,რომ ტურიზმის სექტორი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს, მან ასევე ის ქვეყნები დაასახელა საიდანაც პირველი საერთაშორისო ტურისტების მიღების რეალური შესაძლებლობებია, ამ ქვეყნების ჩამონათვალშია ისრაელი , ავსტრია და ბალტიის პირეთის ქვეყნები. როგორც პრემიერმა აღნიშნა დასახელებულ ქვეყნებთან უკვე არსებობს ორმხრივი შეთანხმება ,რაც რომ უცხოელი ვიზიტორებისთვის გახსნილმა საზღვრებმა ქვეყანაში ინფიცირების რისკები არ გაზარდოს.