შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა, შესაძლოა, 100 ლარის ფარგლებში განისაზღვროს
04.06.2020
უკან დაბრუნება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა, შესაძლოა, 100 ლარის ფარგლებში განისაზღვროს. საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო სანქციის შემოღების საჭიროებაზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, ინიციატივის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს რაციონალური და აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: უნდა ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და არ უნდა იწვევდეს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას. დღის ამბების გადამღები ჯგუფი ქუთაისში მოქალაქეების შეფასებით დაინტერესდა. მათი თქმით, პირბადის გამოყენების რეკომენდაციის გაცემა საკმარისია და ჯარიმის შემოღება მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.