შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ფარული გარიგების და კორუფციის მორიგი მაგალითი” - ასე აფასებს ასსაფეხურიანი კიბეების შეწყვეტილ ტენდერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია
04.06.2020
უკან დაბრუნება
,,ფარული გარიგების და კორუფციის მორიგი მაგალითი” - ასე აფასებს ასსაფეხურიანი კიბეების შეწყვეტილ ტენდერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია. მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი იმ დროს შეწყდა, როდესაც გამარჯვებული კომპანია თითქმის გამოვლენილი იყო. კომპანია „ლა მოდერნა“ მას შემდეგ დაწინაურდა, რაც ტენდერს საჩხერელი ბიზნესმები ბესიკ ივანაშვილი გამოეთიშა. ჩვენ „ლა მოდერნას“ წარმომადგენელს დავუკავშირდით, როგორ დავით ხურციძემ განაცხადა, ტენდერი პროექტთან დაკავშირებული საკითხის გამო შეწყდა. როგორც მან სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ შეწყვეტილ ტენდერთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ.