შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
04.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ბიზნესმენის ოჯახში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ბიზნესმენ გელა თოფურიას ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერ ფლობაშია იარაღი, რომლითაც რამდენჯერმე მოხდა გასროლა. მისი თქმით, საქმეს ჯერ არ გაცნობია და დეტალები არ იცის. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირებს, მათი გამოკითხვა მოგვიანებით მოხდება. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. თვითმხილველების თქმით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და გასროლა მოჰყვა.