შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ 19-ის პანდემიამ შეაფერხა ქუთაისის ნიღბების თეატრის მუშაობა
03.06.2020
უკან დაბრუნება
კოვიდ 19-ის პანდემიამ შეაფერხა ქუთაისის ნიღბების თეატრის მუშაობა, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, დაგეგმილი იყო საპრემიერო ჩვენება,დავით ჯიშკარიანი იმედს იტოვებს, რომ მაყურებელი ჩვენებას სექტემბერში ნახავს. შეწყვეტილი საქმიანობის ფონზე ნიღბების თეატრის დირექტორი დასის შემადგენლობაზეც ღელავს. ფინანსური პრობლემების გამო შესაძლებელია მსახიობთა შემადგენლობას წევრები გამოაკლდეს. თეატრი შპს-ა და ის თვითდაფინანსებით არსებობს. მიმდინარე წლისთვის ნიღბების თეატრის რეპერტუარში 15 სპექტაკლის ჩვენებაა დაგეგმილი.