შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ერთ კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა
03.06.2020
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ერთ კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა. ქუთაისში კლინიკური დაკვირვების ქვეშ მხოლოდ ერთი პიროვნება იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაში კორონავირუსზე, ყოველდღიურად , 300 ახალი კვლევა ტარდება,ჯამში კი 9 000-მდე ანალიზია აღებული, შემცირებულია კარანტინში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა, შესაბამისად დაიხურა ორი საკარანტინე სივრცე წყალტუბოში , ხოლო საირმის საკარანტინე სივრცეში 141 პირი იმყოფება.