შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ანა ნაცვლიშვილის განცხადებით სკოლა "მართვეში", სადაც 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს, ინფრასტრუქტურა ამოშლილი და საფრთხის შემცველია
03.06.2020
უკან დაბრუნება
ხელისუფლება უდიერად ექცევა როგორც სახელმწიფო დროშას, ასევე ბავშვებს - ამგვარად აფასებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისის საფეხბურთო სპორტულ სკოლაში არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით სკოლა "მართვეში", სადაც 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს, ინფრასტრუქტურა ამოშლილი და საფრთხის შემცველია. მან ასევე ყურადღება სკოლის ადმინისტრაციულ შენობაზე გაამახვილა,სადაც მისივე ინფორმაციით, ქართულ დროშაზე სამჯერ დიდი ზომის "ქართული ოცნების" დროშაა განთავსებული და დაუშვებელია, პარტიული სიმბოლიკის სკოლაში არსებობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმაგააკეთა,კობა ფხაკაძე ლელოს ბრალდებებს უარყოფს, ხოლო პარტიული დროშის ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსების შესახებ ამბობს,რომ ინფორმაციას არ ფლობს.