შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის დიაგნოზით შუახნის მამაკაცი წუხელ შეიყვანეს
03.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის დიაგნოზით შუახნის მამაკაცი წუხელ შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, პოლონეთიდან დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პირს კარანტინიდან გასვლის ვადა ეწურებოდა, გაუკეთდა საკონტროლო შემოწმება და კორონავირუსი აღმოაჩნდა. მამაკაცს ასევე თანმხლები დაავადებები აქვს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის კლინიკაში COVID ინფექციით 3 პაციენტი მკურნალობს, ხოლო პაციენტმა ღვანკითის კლასტერიდან ორმოცდღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკა დღეს დატოვა.