შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონი მოეწყობა
02.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონი მოეწყობა, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე, დღის ცენტრის ეზოში განთავსდება. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს "ჯთ დიზაინ მეტალსმა" გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 9459 ლარია. მისი მონტაჟი უკვე დასკვნით ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ეს პირველი ატრაქციონია, რომელიც შშმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე აღნიშნულ დღის ცენტრს ესტუმრა და ატრაქციონის სამონტაჟო სამუშაოებიც დაათვალიერა.