შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა
02.06.2020
უკან დაბრუნება
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. თავდაპირველად ტენდერში საჩხერელმა მეწარმემ ბესიკ ივანაშვილმა გაიმარჯვა თუმცა შემდეგ ითქვა რომ ივანაშვილს შესაბამისი კომპეტენცია არ აღმოაჩნდა და ის ტენდერს გამოეთიშა, შედეგად გამარჯვების პრეტენდენტი შპს "ლამოდერნა" გახდა. კომპანიამ სამუშაოების შესრულების ვალდებულება 614 ათასი ლარის სანაცვლოდ აიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტენდერი შეწყვეტილია, მიზეზების გარკვევა ჩვენ მერიაში ვცადეთ, მათ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და წერილობით გვიპასუხეს. პასუხს უცვლელად გთავზობთ , "ასაფეხურიანი კიბე" ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, "ასსაფეხურიანი კიბის" რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა. ამ მიზნით, რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვები მოეწყობა და საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები .“ განაცხადეს ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში