შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
01.06.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წარმოშობით კაბადოკიელი, მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი მოჰქონდა. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ქუთაისში დღეს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა მეუფე იოანემ აღავლინა. მან შეკრებილ მრევლს ნინოობა მიულოცა. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს. 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27იანვარს – გარდაცვალება.