შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
01.06.2020
უკან დაბრუნება
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. რომელიც 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა , თუმცა თარიღის აღნიშვნა 1949 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. წელს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების უმრავლესობა პანდემიის გამო მთელი საქართველოს მაშტაბით ონლაინ პლატფორმებზე გაიმართა, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო გამოფენები, სპექტაკლები, საჯარო დისკუსიები, კონკურსები, ანიმაციური ფილმების ჩვენებები და სხვა აქტივობები. ქუთაისის საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი პატარებს 1 ივნისს ულოცავს და ამბობს, რომ ბავშვთა ინეტრესებისა და უფლებების დაცვა მათთვის პრიორიტეტია.