შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზიამ, მათ შორის მოლებმა მუშაობა განაახლა
01.06.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზიამ, მათ შორის მოლებმა მუშაობა განაახლა. მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით უწევთ მუშაობა, მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები. ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს. სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით. საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.