შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი ტურისტული სლოგანი “ქუთაისი ქალაქია” კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” ყურადღების ცენტრში ექცევა
29.05.2020
უკან დაბრუნება
ახალი ტურისტული სლოგანი “ქუთაისი ქალაქია” კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” ყურადღების ცენტრში ექცევა. როგორც გიგა შუშანიამ განაცხადა, ლოგოს ფერები მას შემდეგ დაამატეს, რაც საკითხი მათ მიერ იქნა გაკრიტიკებული. თემაზე კომენტარი დღესვე იმერეთის ტურიზმის ცენტრში გააკეთეს, სადაც განაცხადეს, რომ ლოგო სამ ფერში თავიდანვე იყო გადაწყვეტილი და ფერების დამატებაზე საუბარი არაკომპეტენტურობა და სპეკულაციაა.