შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში
28.05.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა შენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. გარდა შენობისა, მოეწყობა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია. 240 მოსწავლეზე გათვლილი სკოლაშენდება ასევე სოფელ წყალტუბოშიც.სამუშაოები აქაც მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ 3 691 400 ლარით ფინანსდება. აღნიშნულ სოფელში არ არსებობდა სკოლის შენობა და მოსწავლეები დაქირავებულ კერძო სახლში სწავლობდნენ. 2020 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წყალტუბოს მერთან ერთად დაათვალიერა.