შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით დღეს დილით 6 საათზე ტრაილერის მძღოლი მოათავსეს
28.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით დღეს დილით 6 საათზე ტრაილერის მძღოლი მოათავსეს. პაციენტი ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს. საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის კონტაქტები არ იკვეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.საავადმყოფოში ამ ეტაპზე 2 პაციენტი იმყოფება. ქალბატონს ღვანკითის კლასტერიდან კვლევებით ვირუსი ჯერ ისევ უფიქსირდება.