შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კიდევ ერთი დამტკიცებული საკითხი, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულ შეღავათებს უკავშირდება
28.05.2020
უკან დაბრუნება
შიდა საქალაქო ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები პირველი მარტიდან პირველ ივნისამდე გადასახადებისგან გათავისუფლდა, გადაწყვეტილება კოვიდ 19 ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრის მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულ შეღავათებს უკავშირდება და დღეს საკრებულომ დაამტკიცა, ქუთაისის მოსახლეობის 3 თვით დასუფთავების მოსაკრებელისაგან გათავისუფლებაა. აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად ქალაქის ბიუჯეტი 380 ათას ლარს ვეღარ მიიღებს.