შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
27.05.2020
უკან დაბრუნება
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის ქვეყნებმა ცნეს, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და ანექსიის გამო შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო და უზენაესი საბჭოს არჩევნები დაენიშნა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ლიდერობით მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეთა 98.9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მოსახლეობის 90.3 % მონაწილეობდა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წლის 26 მაისს საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია - ზვიად გამსახურდია