შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ისტორიულ უბანში, ცისფერყანწელების ქუჩაზე შენობის ფასადი ჩამოიშალა
23.05.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ისტორიულ უბანში, ცისფერყანწელების ქუჩაზე შენობის ფასადი ჩამოიშალა, ინციდენტი გუშინ საღამოს საათებში მოხდა და შედეგად არავინ დაშავებულა. პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა, გოგი წულაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობას კერძო მესაკუთრე ყავს, მოსახლეობის უსაფრთოებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია. აცხადებენ, რომ მეპატრონე გააფრთხილეს და შენობის ფასადის გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა და ერთი ქალბატონი მძიმედ დაშავდა.