შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა
13.05.2020
უკან დაბრუნება
ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ქართულ-გერმანული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია მეიჯერელ საქართველო და ცენტრის მეგობარი გერმანელები გერმანიის ქალაქ ვადერიდან, ერთობლივად, 80 ოჯახს დაეხმარნენ. ამანათების მიმღები ოჯახების შერჩევა ქალაქის მერიის, უშუალოდ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის და მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის მონაწილეობით მოხდა. დახმარების პაკეტების დარიგებას მერიის ადმინისტრაციული ერთეულები და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ.