შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღის ამბები ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ესაუბრა
07.05.2020
უკან დაბრუნება
დღის ამბები კოვიდ 19 ის პანდემიის კვალდაკვალ აგრძელებს ემიგრანტებთან კომუნიკაციას, ამჯერად ჩვენ საქართველოს მოქალაქეს ნინო მერკვილიშვილს დავუკავშირდით, ის მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკში არსებული ვითარების შესახებ გვესაუბრა, მან ასევე მოგვაწოდა ვიდეო კადრები, სადაც სჩანს თუ რა ვითარებაა მსოფლიოს მეგაპოლისში. რიგი აკრძალვების მოხსნის მიუხედავად, ნიუიორკის ქუჩები ცარიელია, ადამიანები პროდუქტების რიგში სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობენ, ჩვენმა რესპონდენტმა ასევე ისაუბრა, თუ რა ტიპის მხარდაჭერას იღებს ემიგრაციაში მყოფი ოჯახი სახელმწიფოდან. მისი ინფორმაციით, კოვიდ 19-მა მათ გარკვეული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. ამ ეტაპზე მათ სახელწიფოს მხრიდან ერთჯერადი კომპენსაციის სახით ოჯახის სრულწლოვან წევრზე 1200 , მოზარდებზე კი 500 ამერიკული დოლარი მიიღეს.