შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება
07.05.2020
უკან დაბრუნება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება, ათს კი რეაბილტაცია უტარდება. რეაბილიტაციისათვის 481 ათასი ლარი დაიხარჯება და მოეწყობა სველი წერტილები. სამი ახალი სკოლის მშენებლობაზე 4 632 500 ლარი დაიხარჯება. შედეგად, 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება. სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი - 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა აიგება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, გამოყოფილია 1 124 000 ლარი. ერთ-ერთი მშენებარე სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დაათვალიერეს.