შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
07.05.2020
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა.ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარეზე მიმდინარე სამუშაობის გამო კალაპოტი დაზიანებულია, რის გამოც წყლის გატარება ვერ მოხდა და პრობლემები შეიქმნა.წყალმა ასევე ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა დააზიანა, რის შედეგადაც ნათესები გაუნადგურდა. ზარალს ჩინური კომპანია აანაზღაურებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხიდებსა და გზებს აშენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ხარაგაულში მდინარე ძირულას ადიდების შედეგად გამოწვეული სტიქიით რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება.