შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რეგიონში უკვე მეხუთე დღეა, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა
06.05.2020
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში უკვე მეხუთე დღეა, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 232 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა. ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და საკარანტინო სივრცეებიდან დღეს და ხვალ გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშებია. გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან 34 პირი გავიდა. ამ დროისთვის კარანტინში 351 მოქალაქე იმყოფება. არც ერთი პირი არ არის ამ დროისთვის საჩხერესა და წყალტუბოში არსებულ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კი დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკაში Covid19 ის დიაგნოზით ცხრა პაციენტი მკურნალობს