შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში არსებული ერთ-ერთი საკარანტინო სივრცე დღეს 34-მა ადამიანმა დატოვა
05.05.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოში არსებული ერთ-ერთი საკარანტინო სივრცე დღეს 34-მა ადამიანმა დატოვა. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ .თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4919 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 12974 ადამიანს დაუსრულდა.