შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტი გააპროტესტა
05.05.2020
უკან დაბრუნება
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია გააპროტესტა. გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გამოყოფილი თანხა გაჭირვებულ მოსახლეობას დაურიგდეს. პარტიის თანათავმჯდომარის განმარტებით, ქვეყანაში როდესაც პანდემიაა და მოქალაქეები შიმშილობენ, ასეთი პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს. ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის მიზნით მერიამ 736 306 ლარი გამოყო. ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტი შპს ლამოდერნა სამუშაოების შესრულებაზე თანხმობას 614 ათას ლარის სანაცვლოდ აცხადებს. ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.