შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დღეიდან გაიხსნა და ახალი პრინციპით მუშაობს
05.05.2020
უკან დაბრუნება
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დღეიდან გაიხსნა და ახალი პრინციპით მუშაობს. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის სოსო გიორგაძის განცხადებით, მოქალაქეები  შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას ონლაინ წინასწარი დაჯავშნის შემდეგ შეძლებენ . ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა გუშინ ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების ყველა ფილიალი გაიხსნა.