შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა
01.05.2020
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ღია ტიპის აგრარული ბაზრობის გახსნის პროცესს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემიშვილი ესწრებოდნენ. აგრარული ბაზრების გახსნა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბაზრების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს უსაფროების ზომების დაცვა. გარკვეული წესები უნდა დაიცვას ბაზარში შესულმა მომხმარებელმაც: აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით; დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა; სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით; გამოიყენონ პირბადე.აგრარულ ბაზრებში რეკომენდაციების დაცვას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთში აგრარული ბაზრების გახსნა ეტაპობრივად გაგრძელდება.