შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს
22.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ისინი კლინიკაში დღეს შევიდნენ და ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ. ამით თერჯოლის კლასტერი 6-მდე გაიზარდა. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტები ღვანკითში თვითიზოლაციაში იყვნენ და ვირუსზე ანალიზი ბინაზე აიღეს. მათი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში 23 პაციენტია. მათგან პნევმონია რამდენიმეს აღენიშნება. დღეს კლინიკას კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მათ შორის არის 73 წლის მამაკაცი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს და კორონავირუსი სრულად დაამარცხა. გამოჯანმრთელებულს შორის ერთი თერჯოლის, ერთი კი ვანის კლასტერებიდანაა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტია გამოჯანმრთელებული.