შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგი გამართა
30.03.2020
უკან დაბრუნება
"ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგი გამართა, მისი განცხადებით, ქუთაისის ორგანიზაციას ჩამოუტანეს ხელთათმანები, პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები. გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტიის აქტივისტები და მოხალისეები სამედიცინო აღჭურვილობას კარდაკარ დაარიგებენ რაც გამორიცხავს რიგებს და დადგენილი წესების და რეკომენდაციების დარღვევას. გარდა ამისა, გრიგოლ ვაშაძემ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან ქართველი ემიგრანტების ჩამოყვანის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაძე ისაუბრა.