შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის მასშტაბით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისათვის 402 ადამიანი იმყოფება
30.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთის მასშტაბით მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისათვის 402 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 403. იმერეთში კოვიდ 19 ზე ტესტირება ჩაუტარდა 202 საეჭვო პაციენტს და აქედან მხოლოდ 2 იყო დადებითი. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, ბოლო 24 საათის მანძილზე თვითიზოლაციიდან სიმპტომების გამოვლენის შედეგად 1 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, რომელსაც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდება.