შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ახალი ლიდერების ‘’ და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია
25.03.2020

ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ლიდერების ‘’ ქუთაისის ოფისის და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიერ ერთობლივად ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისიწინებით ორგანიზაციებმა ქუთაისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ დამცავი ნიღბები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები გადასცეს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ორგანიზაცია, ახალი ლიდერების ინიციატივა და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა გააგრძელებს აღნიშნულ აქციებს". მოსახლეობას ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიღება ტაბიძის ქ.N28- ში შეუძლია.