შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
25.03.2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულის მერიის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით დეზინფექცია ჩაუტარდა დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს და საჯარო დაწესებულებას. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად კვლავ გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს. მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ისმენენ ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ. დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები.