შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
25.03.2020

იმერეთში კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა. საჩხერის შემდეგ, კიდევ ორ მუნიციპალიტეტში მარნეულიდან ჩამოსული მოქალაქეები იზოლაციაში თერჯოლასა და ხარაგაულში განათავსეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე მოქალაქეებს მოუწოდებს , რომლებსაც რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, არ წავიდნენ სამსახურში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილეში.