შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„თავისუფალი საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგი გამართა
25.03.2020

19 მარტს გამოცხადებული ტენდერი და ბიუჯეტიდან გამოყოფილი 181 500 ლარი საძელე სკამების შესაძენად -„თავისუფალი საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი გააპროტესტა . მისი თქმით, როდესაც ქალაქში ასეულობით ოჯახი შიმშილობს, ასეთ დროს თანხა მსგავს საკითხებზე არ უნდა იხარჯებოდეს. ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცახადებასთან დაკავშირებით კომენტარს ტრადიციულად არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერებულა, რაც შეეხება ძელსკამებს, მისი განთავსება ქალაქის სკვერებსა და კორპუსების ეზოებში იგეგმება.